"ღვინის ფესტივალი" ქუთაისში სუხიშვილების გალაკონცერტით დაიხურა
"ღვინის ფესტივალი" ქუთაისში სუხიშვილების გალაკონცერტით დაიხურა. ანსამბლმა მაყურებლებს განახლებული ქართული ცეკვების პროგრამა წარუდგინა. ფესტივალის ფარგლებში, ქალაქის ცენტრში, დილიდან სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობა ჩატარდა. გაიმართა ხელთნაკეთი თემატური ნივთების და ექსპოზიციების გამოფენა-გაყიდვა. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ დაწურული სხვადასხვა სახეობის ღვინო და გაცნობოდნენ ქართულ კულტურას.
