საქართველოში ფესტივალი "ღვინის დღეები" დაიწყო
საქართველოში ფესტივალი "ღვინის დღეები" დაიწყო. ღონისძიება, რომელიც პრემიერის ინიციატივით 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, პირველად თელავში ჩატარდა. "ღვინის დღეების" ფარგლებში კახეთში პრემიერ-მინისტრიც ჩავიდა. სტუმრებს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში უმასპინძლეს. ღონისძიება გრანდიოზული გალაკონცერტით დასრულდა, ფესტივალის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ტურისტების მოზიდვა.
