საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ფრანკფუტრტში გამართულ წილისყრაზე ეროვნული ნაკრები ხუთ გუნდიან ა ჯგუფში მოხვდა სადაც ესპანეთის, შოტლანდიის, ნორვეგიისა და თემურ ქეცბაიას კვიპროსს შეხვდება. უკვე ცნობილია საკვალიფიკაციო ეტაპის განრიგიც. შესარჩევის მატჩები 2023 წლის 23 მარტს დაიწყება და ამავე წლის 21 ნოემბერს დასრულდება. კონტინენტის პირველობის საგზურს ჯგუფიდან ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი მოიპოვებს, თუმცა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი ერთა ლიგიდანაც აქვს, ვილი სანიოლის გუნდს ამისთვის ორი გამარჯვება სჭირდება.