ვითარება უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ქალაქებს ბომბავს. სარაკეტო დარტყმებს ზაპოროჟიეში 12 ადამიაი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა. უკრაინული ძალები კი ხერსონში წარმატებულ კონტრ იერიშს განაგრძობენ, სადაც მათ კიდევ ერთი დასახლებული რაიონი გაათავისუფლეს. ამ დრომდე დაუდგენელია ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების მიზეზი. მომხდართან კავშირს უკრაინული მხარე ოფიციალურად არ ადასტურებს. აფეთქების შემდეგ ყირიმში ტერორიზმის საფრთხის ყვითელი დონე გამოცხადდა.