თერჯოლის მერი,ლაშა გოგიაშვილი გარდაიცვალა
ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოტოციკლისა და ტრაილერის შეჯახების შემდეგ, ლაშა გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. „ქართული ოცნების“ წევრი, 42 წლის ლაშა გოგოიაშვილი, თერჯოლის მერის თანამდებობაზე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მეორედ აირჩიეს. ტელეკომპანია იმედი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
