ესტონეთის პრემიერის განცხადება
უკრაინის შემდეგ ვლადიმირ პუტინს თვალი უჭირავს მოლდოვაზე, საქართველოზე, ბალტიის ქვეყნებზე. ის ამაზე ღიად საუბრობს. მისი შეჩერების ერთადერთი გზაა, უკრაინას ამ ომში გამარჯვებაში დავეხმაროთ. ამის შესახებ ტელეგრაფთან ინტერვიუში ესტონეთის პრემიერ მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი ომის დამნაშავეა და მან პასუხი უნდა აგოს იმ აგრესიულ დანაშაულებზე, რომელიც ჩაიდინა. მე საბჭოთა ოკუპაციის პირობებში დავიბადე. მახსოვს საბჭოთა დრო. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელიც თავისუფლების გარეშე ცხოვრობდა. შესაბამისად, კარგად მესმის თავისუფლების მნიშვნელობა და ამას მოცემულობად არ აღვიქვამ“, - ამბობს კაია კალასი.
