პრემიერმა პრაღაში სამუშაო ვახშამზე პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო ვახშამზე, ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით "მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე", დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი, ევრო კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში. სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ მინისტრთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას “მშვიდობა და უსაფრთხოება”.
