„ღვინის დღეები საქართველოში“
ღვინის დღეების აღნიშვნა კახეთიდან იწყება. თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში ფესტივალის გახსნისთვის ემზადებიან. 3 საათიდან სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობებია დაგეგმილია. გაიმართება მასტერ კლასები. გარდა ამისა, მცირე და დიდი საწარმოები საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ. ფესტივალს დღეს მასპინძლობს ქუთაისიც, სადაც მოწყობილია სპეციალური სივრცეები და პავილიონები. ფესტივალის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ახალი ჯიშების გაცნობა. ღვინის ფესტივალს უერთდება დედაქალაქიც. სხვადასხვა სახის ღონისძიებები 9 აპრილის ბაღში მიმდიანრეობს.
