ლავროვი ბირთვულ ომზე
რუსეთი ერთგული რჩება ბირთვული იარაღის მფლობელი ხუთი სახელმწიფოს ერთობლივი განცხადებისა, რომელიც ბირთვული ომის დაუშვებლობას გულისხმობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. სერგეი ლავროვმა ბირთვულ რიტორიკაში უკრაინის პრეზიდენტი და დასავლეთი დაადანაშაულა და იმის მტკიცებას შეეცადა, რომ ბირთვულ ომს რუსეთი დაუშვებლად მიიჩნევს.
