ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა
ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად, თერჯოლის მერი, ლაშა გოგიაშვილი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მოტოციკლის და ტრაილერის შეჯახების შედეგად, გოგიაშვილმა მძიმე დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ტელეკომპანია იმედი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
