ქუჩის მხატვრობა
ნახევარი მილიონი ქუჩის მხატვრობისთვის - თბილისის მერი ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა. გადაწყდა, რომ არტისტების მხარდასაჭერად რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი ქუჩის მხატვრობის ხელშეწყობისთვის 500-ი ათას ლარს გამოყოფს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში უკვე 100-მდე კედელი მოიხატა.
