ღვინის ფესტივალი
საქართველოს 26 ქალაქი, 550-მდე ღვინის კომპანია, მრავალფეროვანი პროგრამა და ღონისძიებები - ღვინის დღეების დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები რჩება. ფესტივალი 9 ოქტომბერს თელავში გაიხსნება და სტუმრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს.
