განხეთქილება გახარიას პარტიაში
გახარიას პარტიიდან ყოფილ თანაგუნდელს ემუქრებიან. ნათია მეზვრიშვილი დავით ფარცვანიას „მძიმე ტვირთის კიდევ უფრო დამძიმებას“ ჰპირდება. მძიმეა ნამდვილად ის ბრალდება, რომელიც გუნდიდან წასულს დასდეს: აგენტობა კონკრეტული თანხის სანაცვლოდ. ფარცვანია ირწმუნება, რომ არავის გაუშვია და გადაწყვეტილება თავად მიიღო. თავდასხმის ობიექტადაც ამის შემდეგ იქცა.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
