პრემიერ-მინისტრი პრაღის სამიტზე
„მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ - საქართველოს პრემიერი სამიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პირველი დისკუსიის თანათავმჯდომარე იყო. ევროპა საქართველოს გარეშე არ განიხილება და პირიქით. ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და უცვლელი კურსი პრაღაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, ისევე, როგორც დასავლეთის განწყობა. ახალი პოლიტ-რეალობის ფონზე, საფრანგეთის ლიდერის ინიცირებულმა ახალმა პლატფორმამ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, ქართული დელეგაცია კმაყოფილია და მომდევნო შეკრებას ელის
