„ევროპა ხელახლა ყალიბდება“ -ეს შვეიცარიული საინფორმაციო სააგენტო „სვისკომის“ სტატიის სათაურია
პუბლიკაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთობლივ ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა. ავტორი წერს, რომ ევროპის 44 ქვეყნის მთავრობათა მეთაურები ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად, ერთმანეთს პრაღაში შეხვდნენ. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ღონისძიებაზე, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილნი, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი და საქართველო. „ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ერთიანდება ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობაში ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან და თურქეთთან ერთად. ევროპულ პოლიტიკურ თანამეგობრობაში ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები: უკრაინა, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველოც არიან ჩართულები. რუსეთი და ბელარუსი შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.“ ვკითხულობთ სტატიაში.
