პრაღის სამიტი
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პირველი დღე, საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად, თანათავმჯდომარეობა გაუწია დისკუსიას სახელწოდებით „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან.
