თბილისის ქალთა ორგანიზაცია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეს უერთდება
თბილისის ქალთა ორგანიზაცია ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეს, “ ვარდისფერ ოქტომბერს” სამედიცინო გამოკვლევების აქციით უერთდება. ჩუღურეთის ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და კლინიკა „ჯანმრთელობის სახლთან“ თანამშრომლობით, ქალებისთვის სამედიცინო გამოკვლევების აქცია გაიმართა. ქალებმა ექიმებისგან ძუძუს კიბოს პრევენციისა და მკურნალობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და გამოკვლევები ჩაიტარეს. ქალები ორი კვირის განმავლობაში, თბილისის ყველა რაიონში, საჭიროებებიდან გამომდინარე,სხვადასხვა ტიპის სამედიცინო სერვისს, მიიღებენ.
