საწვავის ფასი
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში ქართულ ბაზარზე ყველა ტიპის საწვავის ფასმა მნიშვნელოვნად დაიკლო. მაჩვენებელი 10-ან 50 თეთრამდე მერყეობს. მთავარი ფაქტორებია: საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასის ვარდნა და ეროვნული ვალუტის გამყარება. კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აგვისტოში, პრემიერის რეკომენდაციის შემდეგ - გარკვეულიყო ბაზარზე არსებული ვითარება საწვავის ტარიფთან დაკავშირებით - სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, რის შემდეგაც საწვავის ფასმა დაიკლო. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საწვავის ფასის კლებასთან დაკავშირებით, ოქტომბერშიც დადებითი პროგნოზი აქვს.
