ჯანდაცვის მინისტრი დმანისის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობას და საჭიროებებს გაეცნო
ზურაბ აზარაშვილმა, ხარისხიანი და ეფექტიანი სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, საავადმყოფოს განვითარების გეგმაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკას სრულიად ახალი და თანამედროვე რენტგენის აპარატურა უკვე გადასცა. იგეგმება კლინიკის ინფრასტრუქტურის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღჭურვა. მინისტრი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ამამლოს ამბულატორიაშიც იმყოფებოდა, სადაც ტელემედიცინის პროგრამას გაეცნო. პროექტი სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
