ქუჩის მხატვრობა თბილისში
თბილისის მერი კახა კალაძე ქუჩის მხატვრობის წარმადგენლებს, ე.წ. "სთრით" არტისტებს და ქუჩის ხელოვნების ფესტივალის ორგანიზატორებს შეხვდა. განიხილეს მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებები, რომელიც არტისტების მხარდასაჭერად გაიმართება. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის მერია ქუჩის მხატვრობის ხელშეწყობისთვის 500 000 ლარის გამოყოფას გეგმავს. პროგრამის ფარგლებში, ქალაქში უკვე 100-მდე კედელი მოიხატა, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.
