საინფორმაციო კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ
პროკურატურამ ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მისი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულის პრევენცია. ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გახსნა. ირაკლი შოთაძემ ვრცლად ისაუბრა უწყების მიერ 2014 წლიდან დღემდე გატარებულ რეფორმებზე, ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის. საინფორმაციო კამპანიის „არა ფემიციდს“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება; მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, ქუჩებში განთავსდება სარეკლამო ბილბორდები.
