საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინთან ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათი ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო - აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ბონი ჯენკინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და სრული მზაობა გამოხატა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების თაობაზე.
