Swisscom: ევროპა ხელახლა ყალიბდება...
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელ ღონისძიებაზე, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებიც იყვნენ წარმოდგენილნი, როგორიცაა უკრაინა, თურქეთი და საქართველო. ევროპა ხელახლა ყალიბდება - ამ სათაურით აქვეყნებს შვეიცარიული საინფორმაციო სააგენტო „სვისკომი“ სტატიას, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის ამსახველი ფოტო ახლავს. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროპის 44 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები ჩეხეთის დედაქალაქში, პრაღაში შეხვდნენ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შესაქმნელად.
