"ამერიკული დღეები 2022"
პროექტ „შტატი 51-ის“ მხარდამჭერი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი გახდა. მემორანდუმის ფარგლებში ფონდი პროექტს საქართველოში ამერიკული სპორტისა და კულტურის პოპულარიზაციაში დაეხმარება. უკვე დაგეგმილია სპორტულ-კულტურული ფესტივალი „ამერიკული დღეები 2022“, რომელიც 15 ოქტომბერს რიყის პარკში გაიმართება და საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს მიეძღვნება.
