რაგბის კავშირის ინიციატივა
საქართველოში მიმდინარე ევროპის 18-წლამდე მორაგბეთა ჩემპიონატის ფარგლებში, რაგბის კავშირის ორგანიზებით სპორტში ქალების გაძლიერებისთვის საჭირო საკითხების განსახილველად სპეციალური ღონისძიება მოეწყო. შეხვედრაზე სპორტში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და აღმოფხვრის მექანიზმების დანერგვის შესაძლებლობებზე, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შორის სექსუალური და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე იმსჯელეს. მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა და საქართველოს რაგბის კავშირმა გაეროსთან თანამშრომლობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ბოლო წლებში არაერთი მატჩი მიუძღვნეს.
