კინოეკრანებზე „სუპერ მარიოს“ თავგადასავალი გამოდის
გასული საუკუნის ყველაზე პოპულარული სანტექნიკოსის შესახებ სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კომპანია „ნინტენდოსა“ და კინოსტუდია „უნივერსალ პიკჩერს ილუმინეიშენის“ ერთობლივი ნამუშევარი იქნება. შემქმნელებმა ანიმაციური ფილმის ტრეილერი გაავრცელეს. ფილმის ჩვენება კი მომავალი წლის 7 აპრილს იგეგმება. თარიღი სპეციალურად შეარჩიეს. სწორედ ამ დღეს „უნივერსალ სტუდიო ჰოლივუდის“ თემატურ პარკში „სუპერ ნინტენდო უორლდის“ პავილიონიც გაიხსნება.