ალიევისა და ფაშინიანის შეხვედრა
პრაღაში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ მინისტრის შეხვედრა გაიმართა. ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის აუდიენცია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შედგა. მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, რა საკითხები განიხილეს შეხვედრის დროს. სამაგიეროდ, ცნობილია რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ნიკოლ ფაშინიანის მოლაპარაკების დეტალები.
