ახალი საბაჟო ინფრასტრუქტურა ამჯერად საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაიხსნა
„ნინოწმინდის“ საბაჟო-გამშვები პუნქტზე სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოეწყო საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი 11 ახალი გასასვლელი. ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.
