ფიზიკური დაპირისპირება მოსწავლეებს შორის
ბათუმში ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოძიება სწავლობს. პოლიციამ მოსწავლე და მშობლები უკვე გამოჰკითხა. რაც შეეხება დაშავებულს, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, ბათუმის მე-12 კლასის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა სკოლის გარეთ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა. პირველადი ინფორმაციით, თანაკლასელებმა ტელეფონის დამტენის გამო იჩხუბეს.
