პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ
დღეს პარლამენტში სახალხო დამცველს მოუსმენენ. ნინო ლომჯარია კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. ომბუდსმენი დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2021 წლის ანგარიშს გააცნობს. შეგახსენებთ, წინა კვირას ომბუდსმენის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილეს.
