დაკითხავს თუ არა უკრაინის სასამართლო საქართველოში პატიმრობაში მყოფ სააკაშვილს მოწმის სტატუსით
ვიდრე დეტალები გახდება ცნობილი, სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სამართლებრივად და თეორიულად პატიმრის გადაყვანა უკრაინაში დაკითხვის მიზნით შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილებას ის ქვეყანა იღებს, სადაც კონკრეტული პატიმარი იმყოფება. შეგახსნებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.