პრაღაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება
მთავარი განსახილველი საკითხებია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომი და ევროკავშირის წინაშე მდგარი ენერგეტიკული და ეკონომიკური გამოწვევები. საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა სამიტის პირველი დღე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესტონელ კოლეგასთან ერთად, თანათავმჯდომარეობა გაუწია დისკუსიას სახელწოდებით „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან. მთავრობის მეთაურმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ და ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაზე ისაუბრა, რომელიც მთავარი წინაპირობაა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
