სამიტი პრაღაში
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველმა შეხვედრამ დაადასტურა საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ქვეყნების ერთობა და მათი ძალისხმევა ერთობლივი ძალებით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ახალი ფორმატით პრაღაში გამართული დისკუსია მონაწილეებმა გვიან ღამით შეაფასეს. ცნობილი გახდა, რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს, პრაღის შემდეგ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პირველი სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
