"ემეგობრე პოლიციას“
„ემეგობრე პოლიციას“ - შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში, რუსთავში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ტარდება. ღონისძიების სტუმრებს, საშუალება აქვთ, გაეცნონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, დაათვალიერონ აღნიშნული დანაყოფების სპეცტექნიკა და აღჭურვილობა.
სიუჟეტის ავტორი: დიტო ყირიმლიშვილი-16-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
