პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები“ გაიმართება. ღონისძიება სრულად ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კვირეული 9 ოქტომბერს თელავში გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნება, დასკვნით ღონისძიებას კი, ზუგდიდი, დადიანების სასახლეში 15 ოქტომბერს უმასპინძლებს.
