ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგება
ხუდადოვის ტყის გაჯანსაღება-მოწესრიგება - დედაქალაქის მერს კონცეფცია ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გააცნეს. კახა კალაძემ ტყე-პარკის განახლების პროექტის განხორციელებაზე მზაობა გამოთქვა და ახალგაზრდებს დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ქალაქის გამწვანებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებას დაეთმო.
