ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში „სპორტფოტოს“ კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 2021 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებია შესული
ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში „სპორტფოტოს“ კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 2021 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენებია შესული. კატალოგი ფოტოგრაფის, ბადრი კეთილაძის ხსოვნას ეძღვნება და ჟურნალში მისი 20 ფოტოა დაბეჭდილი. უკვე დაწყებულია მუშაობა სპორტფოტო 2022-ზე, რომელშიც სხვა მნიშვნელოვან ტურნირებთან ერთად, ფოტოები ზამთრის ოლიმპიადიდან და თბილისში გამართული ევრობასკეტიდან შევა.
