საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ფინალისტია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 18-წლამდე ჩემპიონატის ფინალისტია. ნახევარფინალში ქართველმა მორაგბეებმა ბელგიის ნაკრები დიდი სხვაობით, 86ით ნული დაამარცხეს. ისევე როგორც წინა შეხვედრაში, საქართველოს 18-წლამდე ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი პატარძეულის „ვეფხვების“ მორაგბე ტატო ბურთიკაშვილი იყო, რომელმაც სამი ლელო დადო. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება. შეხვედრა, 9 ოქტომბერს რუსთავში 16:15 წუთზე დაიწყება.
