საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გეგმას მხარი დაუჭირა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, რუსთავში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების გეგმას მხარი დაუჭირა. გეგმა კომპანია რუსთავის წყალმა წარადგინა. ,,ჯი ვი პი" რუსთავში დამატებით 20 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკს კი რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თხოვნით, რუსთავის მერიამ აგვისტოს ბოლოს მიმართა.
