ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერი შეხვდა
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თბილისის მერი შეხვდა. შეხვედრაზე ხუდადოვის ტყის მოწესრიგებაზე სტუდენტების ინიციატივა განიხილეს. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, პროექტი სტუდენტებთან ერთად განახორციელოს. მერმა სტუდენტებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო.
