ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს
ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელიც „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავას ეხება. შათირიშვილი ამბობს რომ მაღალი ალბათობით, ივანიშვილი, ბერმუდის საქმის მსგავსად, სინგაპურის სასამართლოშიც მოიგებს, რაც სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მისი შეფასებით, ის გარემოება, რომ ბანკი ნაძარცვი ფულის დაბრუნებას წაგებისთვის განწირული სასამართლო პროცესების მეშვეობით აჭიანურებს, დამატებით ადასტურებს, რომ ეს ძარცვა მთლიანად ბანკის მენეჯმენტის კარნახით განხორციელდა. შათირიშვილი წერს, რომ ძარცვის ისტორიის გახანგრძლივება არაფერში აწყობს თავად ბანკს, და ეს აწყობს იმ ძალას, რომელიც ბანკის განადგურებით არის დაინტერესებული.
