თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე დააკავეს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი ბიუჯეტის თანხების უკანონო მითვისების ფაქტზე დააკავეს. საგამოძიებო ორგანომ უნივერსიტეტის ბუღალტერთან ერთად, დანაშაულებრივ კავშირში მყოფი კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. დგინდება რომ ყოფილმა ბუღალტერმა უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა - 165 ათასი ლარი. ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა, კი ბანკი შეცდომაში შეიყვანა თითქოს უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105 ათასი ლარის კრედიტი.
