ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოში გასულ თვეს 636 ათას 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ტურისტული ვიზიტების აღდგენის დინამიკა როგორც სექტემბერში, ასევე მიმდინარე წლის 9 თვეში მნიშვნელოვნად გაზრდილია. სექტემბერში, 452 ათას 155 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა.
