საქართველოს 25 ქალაქი ერთი კვირის განმავლობაში ღვინის დღეებს უმასპინძლებს
საქართველოს 25 ქალაქი ერთი კვირის განმავლობაში ღვინის დღეებს უმასპინძლებს. მასშტაბური ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 9 ოქტომბრიდან დაიწყება. სტუმრები ქართულ ღვინოს და კერძებს გასინჯავენ, ასევე გაიმართება გასართობი ღონისძიებები. უკვე გადაწყვეტილია, რომ ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.
