სატრანსპორტო პოლიტიკა
„ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“ – პრობლემური მეტროსადგურები, რომლებიც მგზავრთა მომატებულ ნაკადს საკმარისად ვერ ატარებს. პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი, ავტომატური საკონტროლო გამშვები სივრცეები მოეწყობა. პროექტის განხორციელებას დაახლოებით ხუთი-ექვსი თვე დასჭირდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს თბილისის მეტროსადგურების განახლების პროექტზე მუშაობაც, რაც 11 მეტროსადგურისა და ბაქნების სრულ რეაბილიტაციას გულისხმობს. გასული დღეების განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
