საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით მიღებულია
83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი. საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით მიღებულია. რადიკალურმა ოპოზიციამ არც ევროპული რეკომენდაციის შესაბამისად მომზადებულ ამ ცვლილებებს დაუჭირა მხარი. სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთო, თუმცა დღეს მომხრეთა შორის აღმოჩნდა თამარ კორძაია. განხილვისას სხდომათა დარბაზში მხოლოდ 12 ოპოზიციონერი იჯდა, შეკითხვები კი ორ თემას ეხებოდა: ხმის ელექტრონული სისტემით მიცემა და საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლები.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
