საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მეუღლეს უმასპინძლა
ოფიციალური მიღების შემდეგ ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი, დიანა ნაუსედიენე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო. თემაზე „ლიტუანისტიკა საქართველოში“ - კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა. სამეცნიერო მოხსენებებით ქართველ მკვლევრებთან ერთად, ლიეტუვის წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებიც წარდგნენ.
