ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, 30 და 32 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ფარგლებში, კათალიკოსის 30-ში მდებარე ავარიული შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა შესაბამისი წესების დაცვით განხორციელდა. მოეწყო კომუნიკაციები და ჩატარდა სრული სარემონტო სამუშაოები
