ახალი დეტალები ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ სამართლებრივი დავის საქმეში
ცნობილი ხდება, რომ „კრედიტ სუისმა“ ბერმუდის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მასზე დაკისრებული თანხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა. გამარჯვებულ მხარეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს, თანხაზე წვდომა მას შემდეგ ექნება, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება.
