პრემიერ-მინისტრის ვიზიტი პრაღაში
6-7 ოქტომბერს, ჩეხეთში ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, პრაღაში დღეს გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში ჩაერთვება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან.
